აღდგომა

სააღდგომო პასკის რეცეპტი

ilsole24ore.com

პანეტონე იტალიური პასკაა, ის სათავეს ჩრდილოეთ იტალიიდან ლომბარდიის პროვინციიდან იღებს. პანეტონეს დღესასწაულებზე, ძირითადად შობისთვის ამზადებენ, იტალიაში ის სხვა დღესასწაულების, მათ შორის აღდგომის სუფრაზეც ხვდება. გთავაზობთ იტალიური პანეტონეს მომზადების რეცეპტს:

პანეტონეს ინგრედიენტები:

  • 5 სუფრის კოვზი 45 გრადუსამდე შემთბარი წყალი (80 მილილიტრი)
  • 2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი (15 გრამი)
  • 500 გრამი ფქვილი
  • რძე 125 მილილიტრი და 1 სუფრის კოვზი ნაღები
  • შაქარი 125 გრამი
  • 4 კვერცხი და დამატებით 2 კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი ვანილინი
  • 170 გრამი კარაქი
  • ხილის ჩირი 325 გრამი (ნებისმიერი სახის გამომშრალი ხილის ასორტი)
  • 1/2 ჩაის კოვზი გახეხილი ლიმონის ცედრა

მომზადების წესი:

საფუარის ნახევარი ჩავალბოთ წყალში და კარგად ავურიოთ სანამ არ გაიხსნება. დავამატოთ 80 გრამი ფქვილი, ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილას 30 წუთით. მასა მოცულობაში ორჯერ უნდა გაიზარდოს. სანამ მასა ამოვა, დარჩენილი საფუარი გავხსნათ თბილ რძეში. კვერცხი, კვერცხის გული, შაქარი და ვანილი ავთქვიფოთ მიქსერით. დავამატოთ რძეში გახსნილი საფუარი და წყალში გახსნილი საფუარი. მასა კარგად ავურიოთ. ფქვილში არეული კარაქი და ათქვეფილი სითხე ავურიოთ ერთმანეთში, იქამდე სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. დავამატოთ ხილის ჩირი და ლიმნის ცედრა.

ერთმანეთში ავურიოთ ყველაფერი, გადავდოთ კარაქით წასმულ ჯამში და დავდგათ თბილ ადგილას. დაახლოებით 2 საათის მანძილზე ცომი მოცულობაში უნდა გაორმაგდეს.

ამოსული ცომი გავყოთ 3 ნაწილად და ჩავდოთ ფორმებში. ფორმებს წინასწარ წავუსვათ კარაქი და დავაყაროთ ფქვილი და დაველოდოთ სანამ ცომი ისევ ამოვა. პროცესს დაახლოებით 2 საათი სჭირდება. ცომი თბილ ადგილზე უნდა ინახებოდეს.

ცომს ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ ღუმელში 190 გრადუსზე. ვაცხობთ 10 წუთი. შემდეგ ჩაუწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე, მასას კიდევ 30 წუთის მანძილზე ვაცხობთ. იმისთვის რომ პანეტონეს თავი არ დაეწვას შეგვიძლია მას ალუმინის ფურცელი დავაფაროთ.

კომენტარები