აშშ-ის უზენაესი სასამართლო

აშშ-ის პირველი მუსლიმი ქალი მოსამართლე ნიუ იორკში გარდაცვლილი იპოვეს

AP

პირველი ამერიკელი მუსლიმი ქალი მოსამართლე ნიუ იორკში, მდინარე ჰარლემში გარდაცვლილი იპოვეს.

65 წლის შილა აბდუს-სალაამის მდინარის მიერ გამორიყული გვამი პოლიციამ ადგილობრივი დროით 13:45 საათზე იპოვა.

პოლიციის ცნობით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. გარდაცვალების მიზეზებზე პოლიცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. მათი თქმით, მოსამართლის ოჯახმა გვამი უკვე ამოიცნო და მისი გარდაცვალების მიზეზი აუტოფსიის (გვამის გაკვეთის) შემდეგ გახდება ცნობილი.

აბდუს-საალამი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრად 2013 წელს დაამტკიცეს. მისი კანდიდატურმა დემოკრატმა გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ წარადგინა.

კომენტარები