თბილისის მერია

მერია: 16 და 17 აპრილს ავტობუსები თბილისის სასაფლაოებისკენ უფასოდ იმოძრავებენ

თბილისის მერია
თბილისის მერია

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

"მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ "დიდუბიდან" გაიყვანს, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტროსადგურ "დელისიდან", თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტროსადგურ "სარაჯიშვილიდან", ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ  მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს", - აცხადებს მერია.

გარდა ამისა, მერიის ცნობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

კომენტარები