სტოკჰოლმის ტერაქტი

შვედეთის ტერაქტში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა

Reuters

სტოკჰოლმის ცენტრში 7 აპრილს მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილმა, 39 წლის უზბეკმა რახმატ აკილოვმა ტერორისტული დანაშაულის ჩადენა აღიარა. ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.

რახმატ აკილოვი
ფოტო: SWEDISH POLICE

გასულ პარასკევს, სტოკჰოლმის ცენტრის ერთ-ერთ ქუჩაზე სატვირთო მანქანამ ფეხით მოსიარულეებს გადაუარა. თავდასხმას 4 ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აკილოვმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიმართ სიმპატიები დაკავების შემდეგ დააფიქსირა, თუმცა ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შვედეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულის ვინაობა შვედეთის უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი იყო.

კომენტარები