პირი, რომელიც სტოკჰოლმის ტერაქტში მონაწილეობის გამო დააკავეს, იმ სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელმაც ფეხით მოსიარულეებს გადაურა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC შვედეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაკავებულის სახელი და გვარი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შვედურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული უზბეკია.
სტოკჰოლმში კი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ბოლო ინფორმაციით სტოკჰოლმში მომხდარი ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა 15 კი დაშავდა. ინციდენტი ერთ-ერთი ცენტრალურ ქუჩაზე, ქუინ სთრითზე მოხდა. სატვირთო ავტომობილმა ფეხით მოსიარულეებს გადაურა.
შვედეთის პრემიერმინისტრის სტეფან ლევენის თქმით, ყველა მონაცემი ტერორიზმისკენ მიუთითებს.





