სასამართლოს განჩინებით, ცენტრ პოინტის ქონებას ყადაღა მოეხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ცენტრ პოინტის 41 ქონებას სასამართლომ ყადაღა მოუხსნა, აღნიშნული ინფორმაცია ტაბულას მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა დაუდასტურა.

ცენტრ პოინტის დამფუძნებლების კიდევ ერთი ადვოკატის, მარიამ ცუცქირიძის თქმით კი აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის მოხსნა ძალაში პირველ მაისს შევა.

"ყადაღის მოხსნაზე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა პირველ მაისს, იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არც ერთი მხარე არ გაასაჩივრებს ანუ გასაჩივრების ერთ თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. ამის მიუხედავად , ჩვენ მაინც გავასაჩივრებთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, თუ, რა თქმა უნდა, მხარეებს შორის არ შედგა საპროცესო შეთანხმება”, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

კომენტარები