Economist-მა 2017 წლის წლის ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსში მსოფლიოს ქალაქები დაჯგუფებულია ბინის ქირის, საკვების, ტრანსპორტის, კომუნალური გადასახადებისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით, რითიც შემდგარია ცხოვრების ღირებულების მიხედვით ქალაქების რეიტინგი.
ინდექსის მიხედვით, 100 ქულა აქვს მინიჭებული ნიუ-იორკს, ქულა, რომელიც 100-ს აღემატება ნიშნავს, რომ ქალაქში ნიუ-იორკთან შედარებით ცხოვრება ძვირია, 100-ზე ნაკლები ქულა კი ნიშნავს, რომ ქალაქში ცხოვრება ნიუ-იორკზე იაფია. რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქისინგაპურია, მას 120 ქულა აქვს. ყველაზე იაფ ქალაქს კი მხოლოდ 1 ქულა აქვს მიღებული. რამდენიმე ქალაქს ერთი და იგივე ქულა აქვს მიღებული
ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგი ასე გამოიყურება:
პრეტორია, სამხრეთ აფრიკა - 11 ქულა
ფოტო: flickr.com
კვლევის მიხედვით, პრეტორია სამხრეთ აფრიკის ყველაზე იაფი ქალაქია.
კიევი, უკრაინა - 8 ქულა
ფოტო: flickr.com
კიევში ცხოვრების ღირებულების შემცირება უკრაინაში არსებულ სავალუტო კრიზისს უკავშირდება.
ბუქარესტი, რუმინეთი - 8 ქულა
ფოტო: flickr.com
ბუქარესტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საცხოვრებლად ყველაზე იაფი მილიონიანი ქალაქია.
ნიუ-დელი, ინდოეთი - 8 ქულა
ფოტო: Getty Images
19 მილიონიანი ნიუ-დელი ყოველწლიურად ხვდება იაფი ქალაქების რეიტინგში
ალჟირი, ალჟირი - 5 ქულა
ფოტო: flickr.com
ჩენაი, ინდოეთი - 5 ქულა
ფოტო: flickr.com
მუმბაი, ინდოეთი - 5 ქულა
ფოტო: flickr.com
ყარაჩი, პაკისტანი - 4 ქულა
ფოტო: flickr.com
ბანგალორი, ინდოეთი - 3 ქულა
ფოტო: Reuters
ლაგოსი, ნიგერია - 2 ქულა
ფოტო: Reuters
ალმაატა, ყაზახეთი - 1 ქულა
ფოტო: remotelands.com
2017 წლის რეიტინგში ასტანას დაწინაურება ყაზახეთში არსებულ სავალუტო კრიზისს უკავშირდება, რის გამოც ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება გაიაფდა.
შენიშვნა: Economist-ის რეიტინგში თბილისი არ ფიგურირებს.