ეკვადორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი სოციალისტური პარტიის კანდიდატმა, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ლენინ მორენომ გაიმარჯვა.
ბიულეტენების 96 % დათვლის შედეგად, ლენინ მორენომ არჩევნებში ხმების 51.12 % მოაგროვა, მისმა მოწინააღმდეგემ, პარტია CREO-ს კანდიდატმა გილერმო ლასომ კი - ხმების 48.88 %.
ოპოზიციონერი ლასოს მომხრეები არჩევნების შედეგს არ აღიარებენ და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყეს. ეკვადორის დედაქალაქ კიტოში ლასოს მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკებაც მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ფოტო: Reuters





