სომხეთის საპარლამენტო არჩევნები

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

Sputnik/Asatur Yesayants

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი, რესპუბლიკური პარტია ლიდერობს. 1886 საარჩევნო უბნის შედეგების დათვლის შედეგად, რესპუბლიკურ პარტიას ხმების 46 % აქვს.

მეორე ადგილზე "ცარუკიანის ბლოკია", რომელმაც ხმების 25 % მიიღო. ალიანს იელქის ხმების 10 % აქვს, პარტია "დაშნაკ ცუთიუნს" კი 5 %.

სხვა პარტიები და საარჩევნო ბლოკები ჯერჯერობით ზღვარს მიღმა რჩებიან. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 5 %-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, საარჩევნო ბლოკებმა კი 7%-იანი ბარიერი. 

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ ეტაპზე დათვლილია ხმების თითქმის სრულად არის დათვლილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგისტრირებული 2 587 706 ამომრჩევლიდან ხმა 1 574 947 მისცა, შესაბამისად, არჩევნებზე აქტივობა 60,86% იყო.

კომენტარები