შეზღუდვები გზებზე

ამაღლების ქუჩა 2 აპრილს 12:00-დან 22:00 საათამდე გადაიკეტება

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდული იქნება 2 აპრილის 12:00-დან 22:00 საათამდე.

შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს, საგანგებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციას.

თბილისის მერია ბოდიშს იხდის შეფერხებისთვის.

კომენტარები