სახალხო დამცველის ანგარიში 2016

ომბუდსმენი: 2016 წელს იზოლატორში დაზიანებით შესახლებულთა რიცხვი გაიზარდა

2016 წელს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაზეა მაღალია იმ პირთა ხვედრითი წილი, ვინც წინასწარი მოთავსების იზოლატორში დაზიანებით შეასახლეს. ასევე მათი, ვინც პოლიციის მიმართ პრეტენზია გამოხატა.

შესაბამისი ინფორმაცია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა შესახებ 2016 წლის ანგარიშშია მოცემული.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა (20%-ით), თუმცა 2015 წელთან შედარებით, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინ წინასწარი მოთავსების იზოლატორში დაზიანებით შეასახლეს (12.5%-ით), ასევე გაზრდილია პოლიციის მიმართ პრეტენზიის შემთხვევები.

ობუდსმენი აღნიშნავს, რომ დაზიანებები, რომელიც აღწერილია გარეგნული დათვალიერების ოქმში, ხშირად არ არის ან ნაკლებად არის მითითებული დაკავების ოქმში, რაც აჩენს მყარ ვარაუდს, რომ დაკავებულმა დაზიანება პოლიციის კონტროლის ქვეშ მიიღო.

რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს, აქ გაზრდილია შემთხვევების რაოდენობა, როდესაც პირი დაზიანების დაკავების შემდგომ მიღებაზე მიუთითებდა. თუ 2015 წელს ასეთი 37 ბრალდებული იყო, 2016 წელს მათი რიცხვი 103-მდე გაიზარდა.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში თითქმის 900 გვერდს მოიცავს და 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობას მიმოიხილავს.

კომენტარები