Brexit

ტუსკი დიდ ბრიტანეთს: არ დაგსჯით, ევროკავშირის დატოვება თავისთავად სასჯელია

მთავრობის ადმინისტრაცია

Independent-ის ცნობით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, თქვა, რომ ის დიდ ბრიტანეთს არ დასჯის, რადგან "ევროკავშირის დატოვება თავისთავად სასჯელია".

ეს განცხადება ტუსკმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი მიიღო, რომლის მიხედვითაც ფორმალურად დაიწყო დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის 2-წლიანი პროცესი. 

ტერეზა მეიმ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოსთვის გასაგზავნ წერილს ხელი 29 მარტს მოაწერა და ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე პუნქტის შესაბამისად, ოფიციალური დოკუმენტი ევროკავშირში ბრიტანეთის ელჩმა, ტიმ ბაროუმ მიიტანა. 

მეის თქმით, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი დაიცავს ყველა ადამიანის ინტერესს, რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს. პროცესის დასრულებამდე, ბრიტანეთის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ მოექცევა ევროკავშირის ქვეყნების ბრიტანეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც ბრიტანეთში, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ამ დრომდე მუშაობისა და ცხოვრების უფლება ჰქონდათ.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესი 2019 წლის მარტში დასრულდება და ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს.

კომენტარები