რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

რადიო ფორტუნა

ცენტრ-პოინტის ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

კერვალიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო მაია რჩეულიშვილიც და მასაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რჩეულიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.

"მაია რჩეულისვილსაც და რუსუდან კერვალიშვილსაც შეფარდებული ჰქონდათ სამი მუხლი. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას ეკუთვნის 194-ე მუხლი, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე ითვალისწინებდა. ამ ნაწილში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ორივე. 180-ე და 182-ე მუხლში ცნო დამნაშავედ და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო ინსტანციაში. კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმას, რომ თაღლითობასთან გვაქვს საქმე. ესარის სამოქალაქო დავის საგანი", - ამბობს დაცვის მხარის ადვოკატი.

მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მათ ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

კომენტარები