ე.წ. ფარული მოსმენები

ტუღუში: თუ სუს-ს მოუნდა ჩვენი მოსმენა, ამას კონტროლის და შეზღუდვის გარეშე გააკეთებს

ეს კანონი არის ერთი დიდი პრობლემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პირადი სივრცე არანაირად დაცული არ არის. ეს პრობლემა იდგა წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" იმის მაგივრად, რომ საკანონმდებლო დონეზე მაინც შეექმნა დაცვის გარანტიები, პირიქით, მიიღო კანონი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლებები გაუფართოვა, შექმნა ახალი სააგენტო, რომელიც უშუალოდ დაუქვემდებარა ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამით, პირველ რიგში, არ შესრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. "ევროპულ საქართველოს" აქვს კონსულტაციები როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან. რაც შეეხება თავად იმას, თუ რა გამოიწვია ამ კანონის მიღებამ, ფაქტიურად მოცემულობა დარჩა იგივე. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სუს-ს მოუნდება ჩვენი მოსმენა და პირად სივრცეში შემოსვლა, ამას განახორციელებს კონტროლის და შეზღუდვის გარეშე

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ტუღუში ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე

კომენტარები