ვიზალიბერალიზაცია

საქართველოს მოქალაქეებს ლიტვის დედაქალაქში სიმბოლური ბანერით დახვდნენ

Facebook/Remigijus Šimašius

ლიტვის დედაქალაქის, ვილნიუსის მერმა, რემიგიუს შიმაშიუსმა Facebook-ის პირად გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ვილნიუსში დადგმული ბანერი ჩანს ინგლისური და ქართული წარწერით: "CLOSER THAN EVER - ახლოს, ვიდრე ოდესმე".

"გუშინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა და საქართველოს მოქალაქეებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ ევროპულ ქვეყნებში გადაადგილება. მალე ქუთაისიდან ვილსნიუსში პირველი ქართველი სტუმრები ჩამოფრინდებიან და ჩვენ მათ ასეთი სიურპრიზი მოვუმზადეთ", - წერს შიმაშიუსი.

გარდა ამისა, ვილნიუსი აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს, ლიტვის და ევროკავშირის დროშებით მორთულ ნამცხვრებს, ბორჯომს, ქართულ ღვინოს და სიმბოლურ საჩუქრებს დაახვედრებენ.


ფოტო: პირველი არხი

რამდენიმე დღის წინ, ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიულოცა. მან სპეციალური ვიდეომიმართვა, მათ შორის, ქართულ ენაზეც ჩაწერა.

კომენტარები