Brexit

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი დაიწყო

PA

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოსთვის გასაგზავნ წერილს, რომლითაც ფორმალურად დაიწყო ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი.

ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე პუნქტის შესაბამისად, მეის ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტს ევროკავშირში ბრიტანეთის ელჩი ტიმ ბაროუ ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს დღეს გადასცემს.

ტიმ ბაროუ ბრიუსელში უკვე ჩავიდა.
ფოტო: AFP

მეის თქმით, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი დაიცავს ყველა ადამიანის ინტერესს, რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს. პროცესის დასრულებამდე, ბრიტანეთის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ მოექცევა ევროკავშირის ქვეყნების ბრიტანეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც ბრიტანეთში, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ამ დრომდე მუშაობისა და ცხოვრების უფლება ჰქონდათ.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესი 2019 წლის მარტში დასრულდება და ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს.

კომენტარები