ე.წ ფარული მოსმენები

აბესაძე ე.წ ფარულ მოსმენებზე: მონაწილეობას მივიღებთ ყველა სახის კონსულტაციაში

ისევე როგორც ამ ანტიკონსტიტუციურ კანონის მიღების პროცესში, ასევე გამოქვეყნების შემდეგაც, ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ყველა კონსულტაციაში, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის უფლებების დაცვისკენ და უკანონო მოსმენების შესაძლებლობის აღკვეთისკენ ქვეყანაში. იქნება ეს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დაგეგმილი კონსულტაციები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. ჩვენ კანონპროექტის განხილვისას გვქონდა ალტერნატიული შეთავაზება, რომელიც თავის დროზე წარვუდგინეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და იმ დროიდანვე დაიწყო კონსულტაციები კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში მისი საკონსტიტუციო სასამართლოში თუ შემდგომში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების შესახებ, ასე რომ, ჩვენ ამ პროცესში თავიდან ბოლომდე მივიღებთ მონაწილეობას

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს დეპუტატი, ირაკლი აბესაძე ე.წ. ფარულ მოსმენების კანონპროექტზე

კომენტარები