ვიზალიბერალიზაცია

შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის დაზღვევა შესაძლებელია

flickr.com

28 მარტს ამოქმედებული ვიზალიბერალიზაციით უკვე რამდენიმე ასეულმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. შენგენის ზონაში შეშვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მაინც სავიზო კონტროლის ოფიცერზეა დამოკიდებული, ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ მოქალაქეთა ნაწილი ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ამიტომაც სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ახალი პროდუქტი, ტურის დაზღვევა შექმნა, რომლითაც შენგენის ზონაში შესვლაზე უარის დაზღვევაა შესაძლებელი. 

ინდივიდუალური დაზღვევის ფარგლებში, ალდაგის ახალი პროდუქტი ავიაბილეთების და სასტუმროს საფასურის დაფარვას გულისხმობს. მომხმარებლებს აღნიშნული ხარჯები სრულად აუნაზღაურდებათ იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ტური გაუქმდება შემდეგი რისკების დადგომისას:

  1. შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი;
  2. სასამართლოში მოწმის სახით ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკითხვაზე გამოძახება;
  3. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;
  4. დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალება;
  5. დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის უეცარი და მოულოდნელი ავადმყოფობა და ტრავმა;
  6. საცხოვრებელი სახლის/ბინის განადგურება ან დაზიანება;

კომენტარები