ვიზალიბერალიზაცია

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ

facebook.com

დღეიდან ძალაში შედის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტით მოკლევადიანი ვიზიტი შეეძლებათ ყოველი 180 დღის მანძილზე 90 დღე, რაც არ ითვალისწინებს მუშაობისა და სწავლის უფლებას.

ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები თბილისის მერიამ "ახალ ტფილისში" გამართა.

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 8 მარტს გამოქვეყნდა.

იხილეთ სტატია >> როგორ ვისარგებლოთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით

კომენტარები