ვიზალიბერალიზაცია

დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს ქართულად ულოცავს

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას ულოცავს. მან სპეციალური ვიდეომიმართვა, მათ შორის, ქართულ ენაზეც ჩაწერა.

"ძვირფასო მეგობრებო, დღეს განსაკუთრებული დღეა ქართველებისთვის. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში მოგზაურობას უვიზოდ იწყებენ. დღეიდან ჩვენი ერები კიდევ უფრო დაახლოვდებიან ქართველი ხალხის ძალისხმევის შედეგად. თქვენი თავდადება თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მაგალითია მთელი რეგიონისთვის. ლიტვა თქვენი მეგობარია და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით", - თქვა ლიტვის პრეზიდენტმა.

კომენტარები