უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა

რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი კიევის ცენტრში მოკლეს

Reuters

რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი კიევის ცენტრში მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სასტუმროდან გამოსულ ვორონენკოვსა და მის პირად მცველს ცეცხლი გაუხსა. ვორონენკოვი ადგილზე დაიღუპა, მისი მცველი და თავდამსხმელი კი დაჭრილები არიან.

პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა.

კიევის პოლიციის სამმართველოს უფროსი, იური ლუცენკო მკვლელობის შეკვეთის ვერსიასაც არ გამორიცხავს. ამ ვერსიას იზიარებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვორონენკოვის მკვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინამ ვერ შეძლო დუმას ყოფილი დეპუტატის უსაფრთხოების დაცვა.

ვორონენკოვი კიევში 2016 წლიდან ცხოვრობდა. მის წინააღდეგ რუსეთში 5 მილიონი დოლარის ღირებულების შენობის უკანონოდ მითვისების ბრლადებით, გამოძიება მიმდინარეობდა. ამ დროს, ვორონენკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზეც უარი თქვა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. გარდა ამისა, ვორონენკოვი აკრიტიკებდა რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიასაც.

კომენტარები