საქართველო-საფრანგეთი

თბილისში საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფისი გაიხსნა

afd

თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონული ოფისი გაიხსნა.

ორგანიზაციის ქართული წარმომადგენლობა AFD-ის აზიის დეპარტამენტის დირექტორმა პასკალ პაკომ და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნეს. პასკალ პაკოს თქმით, თბილისის ოფისის შექმნა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობა ამ დროისთვის AFD-სთან €100-მილიონევროიან კრედიტზე მართავს მოლაპარაკებებს. მთავრობა აღნიშნული თანხით ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამთო მიმართულებების დაფინანსებას გეგმავს. 

საფრანგეთის განვითარების სააგენტო შედის AFD ჯგუფში, რომელიც ახორციელებს საფრანგეთის სახელმწიფოს ოფიციალურ ფინანსურ მხარდაჭერას დაახლოებით 90 ქვეყანაში და აქვს დაახლოებით 70 ადგილობრივი წარმომადგენლობითი ოფისი.

AFD-ს პროგრამების ბიუჯეტი 2016 წელს €9 მილიარდი ევრო იყო. 

კომენტარები