მარიხუანას ლეგალიზაცია

წერეთელი: სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციის თვალსაზრისით პრობლემას ვერ ვხედავ

ტაბულა,

პარტია ევროპული საქართველ - მოძრაობა თავისუფლებისათვის წევრი გიგი წერეთელი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ის არ ემხრობა ნარკოტიკების ლეგალიზაციას, შესაბამისად არც მარიხუანის საყოველთაო ლეგალიზაციას ემხრობა. თუმცა წერეთელი აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს პრობლემას სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციის თვალსაზრისით და ასევე მომხრეა ნარკოტიკები დეკრიმინალიზაციის.

 
„შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციაზე და შემდეგ ვნახოთ, ამ პერიოდში უნდა მოვაწყოთ სისტემა. მე არ ვემხრობი ნარკოტიკების ლეგალიზაციას, შესაბამისად არც მარიხუანის საყოველთაო ლეგალიზაციას არ ვემხრობი, თუმცა ვფიქრობ, რომ სამედიცინო მარიხუანასთან დაკავშირებით შესაძლებელია იყოს რაღაც გარკვეული გადაწყვეტილება.“- ამბობს წერეთელი. 


წერეთელი იმ მიზეზებსაც განმარტავს რის გამოც მარიხუანის ლეგალიზაციას არ ემხრობა და ამბობს, რომ სისტემა ამისათვის შესაბამისად მომზადებული არ არის.


„ჩემი პოზიცია ნარკოტიკების მთლიანობაში ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, არის ის, რომ მე ამ ეტაპისთვის ამას არ მივიჩნევ საჭიროდ. მარიხუანასთან დაკავშირებით თუ ცალკე ვიმსჯელებთ, მე მესმის რომ საზოგადოების გარვეული ნაწილი ამისთვის მზად არის. ქვეყანა რომელიც ლიბერალიზაციას ახორციელებს მან სისტემა უნდა მოამზადოს. აქ მე ვიღაცის პიროვნულ მზადყოფნაზე კი არ ვლაპარაკობ, ვიღაც მარიხუანის მოყვარული თუ იღებს ამას თავის თავზე მე რომ მის უფლებას ვლახავ, რომ ის მზად არის თუ არა, ამაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ სისტემურ მზადყოფნაზე და არა ინდივიდის მზადყოფნაზე. სისტემური მზადყოფნა ნიშნავს მზადყოფნას ლიბერალიზაციის პირობებში როგორც სამედიცინო ნაწილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ასევე ვთქვათ პოლიციის და სამართალდამცავი სისტემის, რომლის ამოცანაა არა მომხმარებლებს სდიოს არამედ მსხვილ მოვაჭრეებს და საერთოდ მოვაჭრეებს და გავრცელებას. ამ მზადყოფნაზეა საუბარი ზუსტად. დღესაც ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანაში ეს სისტემები განვითარებული არ არის.“ - ამბობს წერეთელი.

გიგი წერეთელს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ დავუსვით რაც გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში, მან თქვა, რომ „საქართველო  ნარკოტიკების ლეგალიზაციისთვის მზად არ არის და არც იქნება კარგა ხანს.“

კომენტარები