ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე

მამუკა ახვლედიანმა საგამოძიებო სამსახური დატოვა

timer.ge

თბილისის ყოფილმა ვიცემერმა და თბილისის საკრებულოს ამჟამინდელმა წევრმა, მამუკა ახვლედიანმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. მისი თქმით, ის პროექტ "ძველი თბილისის ახალ სიცოცხლესთან" დაკავშირებით დაკითხეს, რომელიც 2009-2011 წლებში განხორციელდა.

პროექტის თანახმად, თბილისის მერიამ დეველოპერული კომპანიებისგან საცხოვრებელი ფართები შეიძინა, რომლებიც შემდგომ იმ ადამიანებს გადაეცათ, ვინც ავარიულ ბინებში ცხოვრობდა. ამ საქმეზე გამოძიება თანხების მითვისების და გადასახადებზე თავის არიდების მუხლებით მიმდინარეობს. 

მამუკა ახვლედიანი ვარაუდობს, რომ ბრალს წარუდგენენ, რადგან აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტზე ხელი მას აქვს მოწერილი.

"დოკუმენტაცია და მასალები, რომელიც აქვთ ამოღებული თბილისის მერიიდან და შესაბამისი უწყებებიდან, თვალწინ უდევთ და ხელახლა კიდევ მისვამენ კითხვებს. მიმაჩნია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემზე მოახდინონ ზეწოლა. გადავწყვიტე, არ მიმეცა დამატებითი ჩვენება, ვინაიდან ეს ყველაფერი სრულიად არარელევანტური იყო. განვუცხადე, რომ თუ დამატებითი კითხვები აქვთ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ გავცემ პასუხს სასამართლოზე", - თქვა ახვლედიანმა.

მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე უკვე მეორედ იმყოფებოდა.

კომენტარები