ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე

საგამოძიებო სამსახურში მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს

მამუკა ახვლედიანი
ტაბულა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკრებულოს წევრის და თბილისის ყოფილი ვიცემერის მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს. მამუკა ახვლედიანის თქმით, საგამოძიებო უწყებამ დაკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარა. საქმე ეხება პროექტ ”ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეს”, რომელსაც ახვლედიანი ხელმძღვანელობდა. 

”აინტერესებთ, რა თანხები იხარჯებოდა და რამდენად მიზნობრივად. არ მესმის, ამ საქმეზე რა ძიებაა საჭირო. ეს პროექტი 2009 წელს წამოიწყო მთავრობამ, მაშინ როდესაც დეველოპერული კომპანიები, მათ შორის, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე ვეღარ მუშაობდნენ. მთავრობამ მათ სტიმული მისცა და აქ საქმე მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებს არ ეხებათ. ამას ებმებოდა მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა ბიზნესი”, - ამბობს ახვლედიანი.

კომენტარები