ქართული ოცნება

რ2: ოცნების დეპუტატები მთავრობიდან მითითებებს იღებენ, რა ილაპარაკონ

41.ge

რუსთავი 2 ქართული ოცნების დეპუტატებთან, მინისტრებთან, მთავარ პროკურორთან, სუს-ის უფროსთან და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილთან გაგზავნილ ელექტრონულ წერილებს ასაჯაროებს, რომელიც მათ კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. ტელეკომპანიის ცნობით, წერილებში არის მითითებები, თუ რა უნდა ისაუბრონ კამერებთან პოლიტიკოსებმა. ქართული ოცნების ყოფილი ლიდერი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ელექტრონული წერილები მთავრობის ადმინისტრაციაში იწერება.

ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთი წერილი რუსთავი 2-ს ეხება. რუსთავი 2-თან დაკავშირებული წერილი 2015 წლის 5 ნოემბრით თარიღდება და გაგზავნილია ელექტრონული ფოსტის მისამართიდან - INFORM. B INFORM. B <[email protected]

რუსთავი 2-ის ცნობით, ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წერილებში ქიბარ ხალვაშის მხარდამჭერი მოსაზრებებია გამოხატული:

„1. რით განსხვავდება ნაცების მმართველობის დროინდელი სამართლებრივი გარემო დღევანდელისგან - მაშინ გადაწყვეტილებებს არა სასამართლო, არამედ მმართველი ელიტა იღებდა, შედეგად უვარდებოდნენ, წილებს ართმევდნენ, ხურავდნენ მედიასაშუალებებს. ახლა შექმნილია გარემო, რომელიც სამართლებრივ სივრცეში კონკრეტულ მდომარეობაში აყენებს მოდავე მხარეებს.

2. ცივილიზებული მიდგომებია გამოხატული დროებითი მმართველების მხრიდან, როდესაც ისინი მოდავე მხარეს მიმართავენ, რომ შესათანხმებლად შესთავაზონ მათთვის მისაღები ტელეკომპანიის გენ. დირექტორისა და ინანსური დირექტორის კანდიდატურები, რომლებიც, შეთანხმების შემთხვევაში, დავის საბოლოოდ დასრულებამდე წარუძღვებიან საქმიანობას, რათა საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მოხდეს არ მოხდეს ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხება და რომელიმე მხარის ინტერესების დაზიანება. ამას მათ კანონი არ ავალდებულებს ეს დროეითი მმართველების მხრიდან გამოხატული კეთილი ნებაა, რომელიც პროცესის კანონიერებასა და მაღალ მორალურ სტანდარტებზე მეტყველებს.

3. ამ განცხადებით კიდებ ერთხელ დასტურდება, რომ მოდავე მხარის ამოცანები არ ყოფილა კრიტიკული სიტყვის ჩახშობა თუ ტელეკომპანიის შეჩერება, არამედ მისი ინტერესი და დროებითი მმართველების ინტერესი არის კომპანიის გადარჩენა და განვითარება“.

წერილების მიღებას რუსთავი 2-თან ადასტურებენ ყოფილი და ახლანდელი უმრავლესობის წევრები. რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია, რომელიც 2015 წელს ხელისუფლებაში იყო, ადასტურებს, რომ წერილებს იღებდა, მათ შორის, რუსთავი 2-თან დაკავშირებითაც. თუმცა, მისი თქმით, რესპუბლიკელები არ იზიარებდნენ ამ წერილების შინაარსს. კორძაია ამბობს, რომ დღემდე არ იცის, ვინ უგზავნიდა მათ წერილებს. წერილების მიღებას ადასტურებს ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიროტაძეც.

უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ ისინი მონაწილეობენ ტექსტების შემუშავებაში. მას შემდეგ, რაც ვოლსკიმ რუსთავი 2-ს ინტერვიუ მისცა, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან დეპუტატებს წერილი გაუგზავნა და გააფრთხილა, რომ კურიერი P.S. ამ მიმოწერის შესახებ სიუჟეტს ამზადებს.

კომენტარები