ორლის აეროპორტი

პარიზში, ორლის აეროპორტში მამაკაცი მოკლეს, მან დაცვის თანამშრომელს იარაღი წაართვა

www.aeropuertos.net

პარიზის ორლის აეროპორტში მამაკაცი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან დაცვის თანამშრომელს იარაღი წაართვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პარიზის აეროპორტის ნაწილი ევაკუირებულია. სროლის ხმის გაგების შემდეგ, მგზავრებმა ბორტის დატოვება სცადეს, რისი უფლებაც არ მისცეს. უსაფრთხოების ოპერაცია, რომელშიც გამნაღმველებიც მონაწილეობენ, ამ დრომდე გრძელდება.

ორლის აეროპორტი პარიზის სიდიდით მეორე აეროპორტია.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, პარიზში, ლუვრის მუზეუმთან, მუზეუმის დაცვის წევრს თავს დაესხნენ, შემდეგ კი დაცვის წევრმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა.

კომენტარები