ჯაზფესტივალი

28 ივლისს, შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში, Jamiroquai ბათუმში კონცერტს გამართავს

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი Jamiroquai კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ჯაზფესტივალის ორგანიზატორების ბრიფინგის შემდეგ გახდა ცნობილი. ორგანიზატორების თქმით, ჯგუფის კონცერტი 28 ივლისს, ბათუმში გაიმართება. ბილეთების ფასი 250 ლარიდან დაიწყება.

Jamiroquai საქართველოში პირველად, 2006 წელს, თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდა.

ცნობისთვის, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, ჯგუფი Jamiroquai ახალ ალბომ Automaton-ს 2017 წლის 24 მარტს უშვებს.

კომენტარები