ჯაზფესტივალი

24-27 ივლისს, ბათუმში რიგით VIII შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება

 24-27 ივლისს, ბათუმში რიგით VIII შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება. მასში მსოფლიოს ცნობილი უცხოელი ჯაზშემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, ბათუმის ტენისის კორტებზე ჩატარდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ეგიდით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ფასიანი კონცერტების გარდა, ბენდი MEN IN BRASS სამი დღის განმავლობაში, 15 უფასო შოუს გამართავს. 

ჯაზფესტივალზე მოწვეული მუსიკოსები არიან: KOOL AND THE GANG (USA), LIV WARFIELD feat. The NPG Hornz (USA), BOOTSY COLLINS & The Funk Unity Band (USA), MARIO BIONDI (IT), RAMON (AT), MEN IN BRASS (GER), Parov Stelar presents MAX THE SAX (AT).

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ 2008 წლიდან, ბათუმის ჯაზფესტივალი ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალების კატალოგშია შესული და შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ჯაზფესტივალს წარმოადგენს.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ პრომოუშენს“ (Eastern Promotions), წარმდგენები - თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC Status და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

კომენტარები