საგაზაფხულო არდადეგები

პრემიერი: რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს, ისარგებლოს მთის კურორტით, მით უფრო უკეთესია

ძალიან კარგია, რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს, რომ ისარგებლოს ამ მართლაცდა ძალიან კარგი შესაძლებლობით, რომ გაჯანმრთელდეს, ჩაერთოს ზამთრის სპორტში და ასევე გაიზიაროს ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კურორტს ყოველთვის თან ახლავს, მით უფრო უკეთესია. ეს პირველი წელი იყო, როცა ჩვენ ეს დავაბრუნეთ, მე იმედი მაქვს, რომ ეს მასშტაბი გაიზრდება მომავალი წლისთვის. მე როგორც ვიცი, არაერთი სასტუმრო თუ სპორტსკოლა ემზადება, რომ ინფრასტრუქტურა მოამზადოს იმისათვის, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი და ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ რაც უფრო მასიურს გავხდით ჩვენ, მით უფრო გავაიაფებთ და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდანაც ამაზე ღირს რესურსის დახარჯვა. და მე მგონია, რომ კარგი იყო, რომ წელს ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების მინისტრის პასუხად. კერძოდ, ალექსანდრე ჯეჯელავამ თქვა, რომ სამინისტროების მხარდაჭერით, 10 000-მდე ბავშვი საგაზაფხულო არდადეგებზე მთის კურორტებზე იმყოფებოდა.

კომენტარები