აქცია ბათუმში

პატარაძე ბათუმის აქციაზე: სამწუხაროდ ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც

სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება იმ უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებას,  რომელიც სამწუხაროდ მოხდა და განვითარდა გუშინ ბათუმში. სამწუხაროდ ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტები, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს  სხვა სიბრტყეში, ეს ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. თქვენ ალბათ ხედავდით გუშინ კადრებში ჩანდა სხვადასხვა პიროვნებები, პარტიის წარმომადგენლები. ჩვენ ვერ დავუშვებთ და არ დავუშვებთ ვანდალიზმს. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები იყოს ჩართული მსგავს აქციებში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, გუშინ ბათუმში აქციის შედეგად მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

კომენტარები