ღვინის ექსპორტი

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 94%-ით გაიზარდა

flickr.com

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8.77 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 94%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. თანხობრივად ღვინის ექსპორტის შემოსავალმა $20.5 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის მონაცემებს 91%-ით აღემატება. მოცულობების მიხედვით, ექსპორტის ყველაზე დიდი - 280%-იანი მატება ჩინეთის ბაზარზეა, სადაც უკვე ექსპორტირებულია 832 ათასი ბოთლი. 2017 წლის მონაცემებით, ექსპორტის 2/3 რუსეთზე მოდის.

უმსხვილესი საექსპორტი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - 5.7 მილიონი ბოთლი
  2. უკრაინა - 859 ათასი ბოთლი
  3. ჩინეთი - 832 ათასი ბოთლი
  4. ყაზახეთი - 389 ათასი ბოთლი
  5. პოლონეთი - 312 ათასი ბოთლი

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 9 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 162 305 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია $5.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53% შეადგინა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-თებერვალში $40.1 მლნ დოლარს მიაღწია. 2016 წლის შესაბამის პერიოდში კი ეს მაჩვენებელი $20 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება 2016 წლის სრულ მონაცემებს, ამ პერიოდში ღვინის ექსპორტმა $113 მილიონი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემებს 18%-ით აღემატება. ბრენდის ექსპორტმა კი $91 მილიონი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 41%-ით აღემატება.

კომენტარები