ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

AP

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ოთხივე რაკეტამ დაახლოებით 100 კილომეტრი დაფარა და მათგან სამი იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა. იაპონიის პრემიერის, შინძო აბეს შეფასებით, მომხდარი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან "მუქარის ახალი სტადია" იყო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა აშშ-ისთვის მუქარა არ ყოფილა, თუმცა აშშ გმობს ბალისტიკური რაკეტების გამოცდას და ჩრდილოეთ კორეას ახსენებს გაეროს მიერ მსგავსი ტექნოლოგიების გამოცდის აკრძალვას. სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა მზადაა, საფრთხის შემთხვევაში ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს.

ექსპერტების შეფასებით, რაკეტების გამოცდა სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივ წვრთნას უკავშირდება, რომელიც რეგიონში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

კომენტარები