ჯანმრთელობის დაზიანება

ქუთაისში, სკოლის შენობის მეორე სართულიდან მოზარდი გადახტა

Getty Images

ქუთაისში, ერთ-ერთი სკოლის შენობის მეორე სართულიდან მოზარდი გადახტა, - ტაბულას ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

Kutaisitoday-ის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მოზარდი თანაკლასელებმა სკოლის საპირფარეშოში ჩაკეტეს და სწორედ ამის გამო გადახტა ის ფანჯრიდან. 

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. 

კომენტარები