საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს ღვინის ჭიქით ხელში და წერს, რომ ის რუსთავი 2-ელებისა და საქართველოს სადღეგრძელოს სვამს:
"სანამ ახალგაზრდა წითელმა ინტელიგენტებმა და ყველა ჯურის კონფორმისტებმა გადაწყვიტეს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ისედაც წასული იყო და ამიტომ მთავარი ქართული სახელმწიფოს შემქმნელის ლანძღვა და საკუთარ უუნარობაში დადანაშაულება იყო, პატრიოტთა ჯგუფმა ბოლომდე არ ჩამოუშვა ხელები და შედეგიც დადო.
საბოლოო გამარჯვებაც დარჩებათ მებრძოლ იდეალისტებს!
ვსვამ რუსთავი ორელების და საქართველოს სადღეგრძელოს!,"- წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: ვსვამ რუსთავი 2-ელების და საქართველოს სადღეგრძელოს!

Facebook/ Mikheil Saakashvili




