ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით დღესაც გამყარდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.4280 ლარია, რაც წინა კურსთან შედარებით, 5.39 თეთრით ნაკლებია.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით 5.95 თეთრით გამყარდა, ერთი ევროს ღირებულება 2.5581 ლარია.
ცნობისთვის, იანვარში გაიზარდა ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, იანვარში ეკონომიკური ზრდა 5.4% იყო.





