დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

პროკურორი: ბრალდებულმა დეკანოზმა წყევლა შემოგვითვალა

ჯარჯი წიკლაური
პროკურატურა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროკურორები დაწყევლა. ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

პროკურორის თქმით, ისინი მზად იყვნენ ბრალდებულის დაკითხვისთვის, თუმცა, დეკანოზმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ადვოკატების მეშვეობით "წყევლა შეუთვალა".

"ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს გაეცა ჩვენს კითხვებზე ამომწურავი პასუხები, მან ადვოკატის მეშვეობით შემოგვითვალა წყევლა ჩვენ მიმართ და ზოგადად სამართალდაცავი უწყებების მიმართ, შემდეგ თავადაც შეგვხვდა. ვერაფერს ვფიქრობთ გარდა იმისა, რომ ვერ სცემს პასუხებს ჩვენს კითხვებს. ხმამაღალი განცხადებები დაკითხვის გაჭიანურებაზე რომ სიცრუეა, დღევანდელი დღითაც დადასტურდა", - თქვა წიკლაურმა.

კომენტარები