დეკანოზ მამალაძის საქმე

ოხანაშვილი: პატრიარქის იზოლირება და მისთვის ცალკე ოთახის გაკეთება არ იგეგმებოდა

სოსო ოხანაშვილი

პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში საუბრისას აღნიშნა, რომ პატრიარქისთვის ცალკე ოთახის გაკეთება და მისი იზოლირება არ იგეგმებოდა.

ოხანაშვილის თქმით, პატრიარქისთვის იგეგმებოდა სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ოთახის გაკეთება, რადგან თავად პატრიარქი ხშირ შემთხვევაში, კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევებზე გადაყვანისგან თავს იკავებდა.

ოხანაშვილივმა აღნიშნა, რომ ეს იდეა ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეკუთვნოდა, რომელიც იმ დროს საპატრიარქოს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

"მისი უწმინდესობა 24 დეკემბერს შეუძლოდ გახდა. ის არ თანხმდებოდა კლინიკაში გადაყვანას. ექიმების დაჟინებული თხოვნით ერთხელ წავედით გამოკვლევებზე. პატრიარქი აცხადებდა, რომ კარგად იყო და არაფერი აწუხებდა, რის გამოც არ სურდა კლინიკაში გადაყვანა. აქედან გამომდინარე, მამა გიორგი მამალაძემ, რომელიც საპატრიარქოს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი იყო, მითხრა, ხომ არ სჯობს, საპატრიარქოში ერთ-ერთ კელიაში გავაკეთოთ ოთახი. მე მას აღვჭურვავ უახლესი სამედიცინო ტექნიკით და, როდესაც პატრიარქს დასჭირდება, შევიყვანთ იმ ოთახში ექიმების მეთვალყურეობით, რადგან ის ყოველთვის წინააღმდეგია საავადმყოფოში გადაყვანის", - თქვა ოხანაშვილმა. 

კომენტარები