28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. ახალი კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5494 ლარი ღირს, რაც დღეს მოქმედ კურსთან შედარებით 3.43 თეთრით ნაკლებია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებითაც. ახალი კურსით, ერთი ევრო 2.7016 ლარი ღირს, რაც დღეს მოქმედ კურსთან შედარებით 3.35 თეთრით ნაკლებია.





