საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო შენობებზე დროშები დაეშვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

ეროვნული დროშა დაეშვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზეც. ასევე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.


ფოტო: საქართველოს მთავრობა

სახელმწიფო დროშა ერთდროულად დაეშვა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტთან და საკანონმდებლო ორგანოს ძველ შენობასთან, თბილისში.


ფოტო: საქართველოს პარლამენტი


ფოტო: საქართველოს პარლამენტი

დროშა დაშვებულია თბილისის საკრებულოს შენობაზეც. 

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

საქართელოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

კომენტარები