YouTube-ის გათიშვა

ევროპის მომხმარებელთა ნაწილისთვის YouTube დაახლოებით 1 საათით გაითიშა

ინტერნეტმომხმარებლების ნაწილს ვიდეო საიტ YouTube-ზე წვდომა დაახლოებით 1 საათის მანძილზე ჰქონდათ შეზღუდული. DownDetector-ის ცნობით, საიტი ევროპის მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც, თბილისის დროით 22:00 საათზე გაითიშა და დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ მასზე წვდომა განახლდა.

საიტზე გადასვლისას მომხმარებლებს მაიმუნის გამოსახულება, კოდი და ბოდიშის ტექსტი ხვდებოდათ. 

"მაიმუნების კარგად გაწვრთნილი გუნდი პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს," - ეწერა ტექსტში. 

კომენტარები