საქართველო-ავღანეთი

შესაძლოა, ქართულ კომპანიებს ავღანურ ტენდერებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსა და ავღანეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს შორის სრულიად ახალი სახის შესაძლებობები იხსნება. პრემიერი რამდენიმე დღის წინ ავღანეთის პრეზიდენტს მოჰამედ აშრაფ-ღანს შეხვდა, რომელზეც მხარეებმა სახელმწიფო ტენდერებში ქართული კომპანიების მონაწილეობის საკითხზეც იმსჯელეს. შეხვედრის დეტალებზე პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ავღანეთის პრეზიდენტთან, და უნდა ვთქვა, რომ სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება ავღანეთთან ურთიერთობაში ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე გვქონდა საუბარი ქართული კომპანიებისთვის შესაძლებლობაზე, რომ ავღანეთის სახელმწიფო შესყიდვებში მიიღონ მონაწილეობა, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, რომ ისინი დიდი სიამოვნებით განიხილავენ ასეთ წინადადებას", - ამბობს პრემიერი.

გიორგი კვირიკაშვილი მოჰამედ აშრაფ-ღანს მიუნხენში გამართული უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. 

კომენტარები