სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი

თურქეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ჩანთაში იმალებოდა

DHA Photo

თურქული მედიის ცნობით, თურქმა მესაზღვრეებმა ართვინის პროვინციასთან, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დაკავების მიზეზი, ერთ-ერთი მათგანის სამგზავრო ჩანთის საშუალებით საზღვრის გადაკვეთის მცდელობა გახდა.

თურქი მესაზღვრეების ყურადღება საქართველოს მოქალაქე მამაკაცის ქცევამ და მისი ჩანთის ზომამ მიიქცია. როდესაც მას ჩანთის გახსნა მოსთხოვეს, იქ 28 წლის ქალი დახვდათ.

დაკითხვისას გაირკვა, რომ დაკავებული ქალი თურქეთიდან სამი თვის წინ, ვიზის მოქმედების ვადის გასვლის გამო, გამოაძევეს. ამჟამად ორივე მოქალაქე დაკავებულია.

აღსანიშნავია, რომ სამგზავრო ჩანთით ქვეყანაში უკანონოდ, მსგავსი მეთოდით შეღწევის ფაქტი სარფის საბაჟოზე სამი დღის წინაც დაფიქსირდა. 

კომენტარები