ვიზალიბერალიზაცია

RFE/RL: საქართველოს ვიზალიბერალიზაცია 29 მარტიდან შევა ძალაში

Getty Images

რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში 29 მარტიდან შევა.

"მოსალოდნელია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ევროპასთან ძალაში 29 მარტიდან შევა, ხოლო უკრაინისთვის 12 ივნისს", - წერს იოზვიაკი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა 2 თებერვალს დაუჭირა მხარი.

კომენტარები