თბილისის მერია

თბილისის მერია: ბაღებსა და პარკებში სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები მოიპარეს

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, შპს "თბილსერვის ჯგუფის" მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ვანდალურად დაზიანებულია და მოპარულია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

"კერძოდ, ვაკის პარკში, ვერის და ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღებში მოპარულია 27 ძირი "ტუია", დაზიანებულია - 484 ძირი "კვიდო" და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ნაგავშემკრები კონტეინერი. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ფაქტი დაფიქსირებულია და მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებენ მერიაში.


ფოტო: თბილისის მერია

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. მოგვიანებით გახდება ცნობილი, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები