ვითარება საავტომობილო გზებზე

ძევრი-ტყიბულის საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვები აღარ მოქმედებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდთი სამუშაოების შედეგად, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 (ძევრი-ტყიბული) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

უწყების განცხადებითვე, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღსანიშნავია, რომ თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე კვლავ დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. 

კომენტარები