Brexit

ბრიტანეთის წარმომადგენელთა პალატამ Brexit-ზე კანონპროექტი I მოსმენით დაამტკიცა

BRexit

ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედება ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, პირველი მოსმენით დაამტკიცა. 

მთავრობის კანონპროექტს ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე 498-მა დეპუტატმა 114-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ, ლიბერალ-დემოკრატებმა, ლეიბორისტების 47-მა დეპუტატმა და კონსერვატორების ერთმა დეპუტატმა.

წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა 6 თებერვალს არის დანიშნული. შემდეგ კი კანონპროექტი ლორდთა პალატამაც უნდა განიხილოს.

კომენტარები