ვითარება საავტომობილო გზებზე

ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშოების შედეგად, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზე.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ქობულეთის შემოვლითი გზაზეც.

შეზღუდვები კვლავ მოქმედებს ჯვარი-უშგულისა და ხრესილი-ამბროლაურის მონაკვეთებზე.

გარდა ამისა, დილიდან, სპეციალური რეჟიმებია დაწესებული ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, ვაზიანი-გომბორი-თელავის, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ გზების დეპარტამენტმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე.

კომენტარები