ხანძარი ჩილეში

ჩილეში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

AFP

ჩილეში ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლმა დაახლოებით 200 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტყე გაანადგურა. 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქი სანტა-ოლგა მთლიანად განადგურებულია და მისი 4000-მდე მცხოვრები სახლ-კარის გარეშე დარჩა.


ფოტო: AFP

რუსეთმა ჩილეში სუპერტანკერი თვითმფრინავი გააგზავნა, რომელითაც ტონობით წყლის გადატანა და ცეცხლის წინააღმდეგ გამოყენებაა შესაძლებელი. მათ გარდა, ჩილეში მაშველების დამატებითი ბრიგადები და ტექნიკა რამდენიმე სახელმწიფომ გააგზავნა.


ფოტო: AFP

კომენტარები