ავტოსაგზაო შემთხვევა

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების 12.3% ფატალურად მთავრდება

Getty Images

2016 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს გზებზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 409 ადამიანი ემსხვერპლა. ავარიების სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის ცხრა თვეში 5 ათასი საგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 12.3% კი ფატალურად დასრულდა.

ფატალური შემთხვევების წილი რეგისტრირებულ ავარიებში გაზრდილია:

  • 2016 წელი - 12.3% ფატალური (სამი კვარტალის მონაცემები)
  • 2015 წელი - 10.7% ფატალური
  • 2014 წელი - 11.7% ფატალური
  • 2013 წელი - 10.7% ფატალური
  • 2012 წელი - 8.8% ფატალური
  • 2011 წელი - 8.5% ფატალური
  • 2010 წელი - 7.4% ფატალური

რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, 2016 წელს რეგიტრირებულ თითოეულ ავარიას საშუალოდ 1.45 დაშავებული ჰყავდა.

ავარიების და დაშავებულთა რაოდენობა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 2016 წელი - 5035 ავარია, 7325 დაშავებული (სამი კვარტალი)
  • 2015 წელი - 6432 ავარია, 9187 დაშავებული
  • 2014 წელი - 5992 ავარია, 8536 დაშავებული 
  • 2013 წელი - 5510 ავარია, 8045 დაშავებული
  • 2012 წელი - 5359 ავარია, 7734 დაშავებული
  • 2011 წელი - 4486 ავარია, 6638 დაშავებული
  • 2010 წელი - 5099 ავარია, 7560 დაშავებული

ავარიების ფატალური მაჩვენებლით საქართველო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

კომენტარები